ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში

18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში არაერთი ღონისძიება იმართება.

პროექტის ფარგლებში, 13 სექტემბერს, ღონისძიებები სოფლებში კოკი და ორსანტია, ასევე ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ქართულ-აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე და კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ინტერაქციის რეჟიმში, მეცნიერებმა და ხელოვანება ლია ახალაძემ, მაია მიქაბერიძემ, ნინო კაცაძემ ისაუბრეს. ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების „პროფორიენტირის“ გაცნობა. მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა და ბოლო დრო შექმნილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისათვის და აფხაზეთიდან დევნილებისათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გამართა სპექტაკლი „მგზავრის წერილები“.

სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლდა სოფელ კოკისა და სოფელ ორსანტიას სკოლის ბიბლიოთეკებისა და, ასევე, ზუგდიდის მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ განხორციელებული ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პარტნიორობითა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე