ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა. 
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა  2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2 ლიცენზია მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავეს. 
მსოფლიოს ჩემპიონები 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში - ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაეუფლა. ოლიმპიური ლიცენზიები იაკობ ქაჯაიასთან ერთად, 97 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე  გიორგი მელიამ მოიპოვა. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი 2007 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია (2007 წელს მსოფლიო ჩემპიონები დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე გახდნენ, ბრინჯაოს პრიზიორი კი ბადრი ხასაია).
მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნებულ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დახვდნენ.
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 19-22 სექტემბერს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები იბრძოლებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე