ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში  ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში  შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაცია შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლებთან  გამართავს, სადაც საქართველოში ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროპული მოდელის დანერგვისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროპული მოდელის დანერგვა, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ სახით საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს, ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპული ორგანიზაცია EURAXESS, ევროპის სამეცნიერო ორგანიზაცია EUROSCAIENCE და ევროპულ სამეცნიერო ფონდი ESF.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე