ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში

ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ეწვია. ვიზიტის მიზანს მასობრივი სპორტის განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

პოლონელმა და რუმინელმა ექსპერტებმა პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მალგორჟატა შუკალსკა-ვრონა და ლუჩიან მირჩესკუ ქართულ მხარეს მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები წარმოადგენენ პრეზენტაციას, რომლის მთავარი თემა განათლების სისტემაში სპორტის როლის ზრდა იქნება. აგრეთვე გაეცნობიან საქართველოს მასობრივი სპორტის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ევროკავშირის ხედვას რეკომენდაციის სახით წარუდგენენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე