ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად

"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს  კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.  მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:

⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ პროზა
⦿ პოეზია
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით;

ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება  2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივითა და პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას. ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

„წინანდლის პრემია 2019“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„წინანდლის პერემიის“ მხარდამჭერია: კომპანია „ბადაგონი“, "ლიბერთი ბანკი" და ფარმაცევტული კომპანია PSP.  

წინანდლის პრემიის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 ოქტომბრის  ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18.  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე აპლიკანტების განაცხადები მიღება შესაძლაბელია ელექტრონული ფოსტით: [email protected]

(+995 32) 2 30 74 96

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ "წინანდლის პრემიის" დებულება:

http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html

ვიდეო რგოლი:

https://www.youtube.com/watch?v=_bMAvc3wk7U

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე