ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ფულბრაიტის ახალი სასტიპენდიო პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, გაცვლითი პროგრამების სპეციალისტთან, მელისა სოკოლისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, საზოგადოებრივ საქმეთა მრჩეველი კეტრინ შვაიცერი, გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები თეა კუჭუხიძე და ირაკლი მალანია.

გიორგი ვაშაკიძემ სტუმრებს განათლების რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები და ხარისხის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე მიღწეული შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებს შეეხო, რომელთა განხორციელებასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამომავლოდ გეგმავს. პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელება და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციისაკენ იქნება მიმართული. ამოქმედდება მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალისათვის იქნება განკუთვნილი. გარდა ამისა, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებაც, კერძოდ, ინგლისური ენის სწავლების პროგრამებისა და ტრენინგ-კურსების განხორციელება აშშ განათლების სისტემის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

შეხვედრის დროს გიორგი ვაშაკიძემ ხაზი გაუსვა, რომ ფულბრაიტი არის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროგრამა და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის პროგრამებში ქართული მხარის ჩართულობის ფორმატის განსაზღვრის მიზნით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე