ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს დელეგაცია ქვიშის თამაშებზე გააცილეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია შედგა. სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უსურვეს.

სეოკ-ში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

11-16 ოქტომბერს, კატარის დედაქალაქი დოჰა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებს უმასპინძლებს. ისტორიული სპორტული ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს შედგება. თამაშებზე საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს. ლიცენზიები ქვიშის ჭიდაობის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ჯემალ კილაძის გაწვრთნილი გუნდი გამოცდილი მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებული, მათ შორისაა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)

დავით ხუციშვილი (80 კგ)

დავით მარსაგიშვილი (90 კგ)

მამუკა კორძაია (+90 კგ)

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე