ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მაყურებელს კატარის კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს.

ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ეგიდით ტარდება. თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია. ქვიშის ჭიდაობაში მედლებისთვის ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დათო მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) იბრძოლებენ. მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრებაში 14 ოქტომბერს ჩაერთვება.

საქართველოს დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები - „კატარი 2019“ 16 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე