ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Follow the Journey of Georgian Characters - საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი

16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი,  გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი -  Frankfurt Kids Foyer  და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი მიიღებს მონაწილეობას: ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე.

ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობა ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორკშოპების ჩასატარებლად. გერმანელი კრიტიკოსები წარადგენენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“). გაიმართება დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები - საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას „საქართველოს გული - 33 პოეტი საქართველოდან“. გაიმართება რეზო გაბრიაძისა და  მერაბ მამარდაშვილის ახალი,  გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ დაგეგმილია ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.

ფესტივალის პროგრამა  - http://writershouse.ge/geo/new/1373

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე