ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 

მიხეილ ბატიაშვილმა არაიკ  არუთიუნიანი ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო დროს გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო, რომლებიც სკოლებში ახალი პედაგოგების შესვლას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდასა და სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ღირსეულ გასვლას უკავშირდება. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც, რაც ქართულ განათლების სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად  გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე