ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ვაჟთა და გოგონათა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანია 4:1 დაამარცხეს.

მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ძიუდოისტებს გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მიულოცეს.

მარაქეშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) დაეუფლნენ, ვერცხლის მედალი ილია სულამანიძის (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილის (-81 კგ) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე