ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის საფრანგეთის საელჩო საქართველოში ახალ პროგრამებს გამოაცხადებს

საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩთან დიეგო კოლასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: კულტურის ატაშე ელეონორ გარნიე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ქეთევან ქურციკიძე, ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტორტრი.

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომლებიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია ფრანგული ენის სწავლების გაძლიერება როგორც საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლესი განათლების საფერხურზე.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, თავის მხრივ, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს შეეხო და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ფრანგული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ფრანგულ სასწავლო პროცესში დანარგილი სახელმძღვანელოების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. ელჩმა დიეგო კოლასმა ამ პროცესის მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე იმ სასტიპენდიო პროგრამებს შეეხო, რომლებსაც   საფრანგეთის საელჩო საქართველოში ახორციელებს. დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, პროგრამები ძირითადად მოსწავლეებსა და სტუდენტებზე არის ფოკუსირებული. გარდა ამისა, საელჩოს პროგრამები ფრანგულენოვანი პროფესიორებისათვის ტრენინგებსა და მობილობის გრანტებსაც ითვალისწინებს. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით კი მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამების გამოცხადება იგეგმება.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრანგულ უნივერსიტეტებში არაერთი ქართველი ახალგაზრდა იღებს განათლებას. სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ ორმაგი ხარისხის პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ქართულ უნივერსიტეტებში მიეცეთ.   მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისთვის და კონკრეტული საკითხების დეტალურად განსახილველად მომდევნო შეხვედრებიც დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე