ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: „სწორედ თქვენი მონაწილეობით და ახალი პროგრამებით გადაიჭრება მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემები“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, სისტემაში ახლადშესულ პედაგოგებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მცირეკონტინგენტიან და სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებობს.

მინისტრის თქმით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1- 100 მდე მოსწავლიანი სკოლაა (900 ზე მეტი სკოლა), რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის  დეფიციტს განიცდიან.

მასწავლებლის სახლის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიცტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა ყოველწლიურად. მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებზეც ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს. წელს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის ტენდენციის  მიუხედავად, უნივერსიტეტები, აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე,  უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.

„სწორედ თქვენი მონაწილეობით გადაიჭრება მცირეკონტინგენტიანი  სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებული პრობლემები. სწერდ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიც არის მაძიებლობის პროგრამა - დღეისათვის სისტემაში 2000-მდე მაძიებელი პედაგოგია. პირებს , რომლებსაც აქვთ რომელიმე დისციპლინის/საგნის მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად ერთვებიან 2 წლიან მომზადების პროგრამაში, გადიან დისტანციური მომზადების კურსს და აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას. მაძიებლობის პროცესში მასწავლებლები პრაქტიკოსი მასწავლებლის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. მასწავლებლის ეროვნული სკოლა- რომელიც საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს გაიარონ 3 თვიანი ინტენსიური პროგრამა და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე  საგანი, მაგალითად ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება, ან ქიმია-ბიოლოგია და ა.შ. პროგრამაზე 4000 პირი დარეგისტრირდა. 24-25 ოქტომბერს გასაუბრებები, ხოლო ტრენინგი ნოემბერში გაიმართება. პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის - გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“ - განაცხადა მინისტრმა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე, ასევე ითქვა, რომ ცვლილება შედის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაში, და ე.წ 60 კრედიტიანი პროგრამა, მსურველებს საბაკალავრო სწავლებისას როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირებულად შეეთავაზებათ.  უახლოეს პერიოდში შემუშავდება ასევე საბაზო საფეხურის საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა მომზადების პროგრამები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე