ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა საბუნებისმეტყველო მიმართულების კვლევით ინსტიტუტებთან

1 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საბუნებისმეტყველო მიმართულების 17 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა.

წარმომადგენლობით შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობაზე - საქართველოს მეცნიერებისთვის ახალ ფართო შესაძლებლობებსა და სერვისებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქართული მეცნიერების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაგეგმილ სიახლეებზე, რეფორმატულ ნაბიჯებზე, მომავალი წლის გეგმებსა და სამეცნიერო პრიორიტეტებზე, ფონდის ბიუჯეტის განაწილების პრინციპებზე, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციაზე, კვლევების შეფასების ახალ ევროპულ მოდელსა და მეცნიერების კლასიფიკატორის ERC-ის სტანდარტზე გადასვლის მნიშვნელობაზე.

დასასრულს, ზვიად გაბისონიამ უპასუხა დამსწრე აუდიტორიის, მეცნიერების მრავალრიცხოვან შეკითხვებს მეცნიერებაში მიმდინარე რთულ პროცესებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის გენერალურ დირექტორს, მან საქართველოს EURAXESS- ში გაერთიანება შეაფასა, როგორც დიდი გარღვევა და წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ მეცნიერებაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე