ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისსა და ბათუმში თბილისის ფიზიკა-მათემატიკის კომაროვის სკოლის ორი ფილიალის მშენებლობა იწყება

კომაროვის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს - თბილისსა და ბათუმში აშენებს.

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა 1 კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება. 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის. მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსის ფარგლებში კი კომაროვის სკოლის მეორე ფილიალის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაახლოებით 1 თვეში დაიწყება და 2020 წლის სექტემბრამდე დასრულდება. კომაროვის სკოლის ეს ფილიალი 250 მოსწავლეზეა გათვლილი. 3-სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული მოედნები.

სკოლების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით განხორციელდება.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დააანონსა. შესაბამისი სატენდერო პროცედურების შემდგომ, კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა კი უახლოეს 10 დღეში დასრულდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე