ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო მასტერკლასი „ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური შემოქმედების როლი კულტურის პოლიტიკის ფორმირებაში“

საქართველოს განათლებს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-5 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო ღონისძიება „ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური შემოქმედების როლი კულტურის პოლიტიკის ფორმირებაში - მასტერკლასი: „ვკითხულობთ გივი მარგველაშვილს“.

მასტერკლასი მიმდინარეობს სამი - ინტერკულტურული, ინტერლინგვალური და ინტერმედიალური - მიმართულებით და მისი ერთ-ერთი მთავარი თემაა კულტურის პოლიტიკის  გამოწვევები დღევანდელ გლობალურ, მიგრაციულ და ინტერკულტურულ ვითარებაში. თითოეულ მიმართულებას ჰყავს თავისი სპიკერი და ოპონენტი. მასტერკლასი მუშაობს   ინტერაქციული  რეჟიმით.

მასტერკლასში მონაწილეობენ: ალექსანდრე კარტოზია - თსუ-სა და ფრანკფურტის (ოდერი) ვიადრინას უნივერსიტეტის პროფესორი, მასტერკლასის ხელმძღვანელი; ჰუბერტ კნირშე - გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; ბარბარა ფონ მიუნჰაზენი - გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი; ანილ ბჰატი - დელის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი და კულტუროლოგი; ტილმან ბორშე - ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორი; ეკერჰარდ მაასი - მწერალი; რალფ შოკი - პუბლიცისტი, გამომცემელი და რადიოჟურნალისტი, კულტურულ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი; ელკე-შტურმ-ტრიგონაკისი - საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი; იორგ ზუნდერმაიერი - გამომცემელი, გამომცემლობის (Verbrecher-Verlag) დამფუძნებელი; კარსტენ განზელი - მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნე; აქსელ ჰააზე - ლიტერატურული  აგენტი; ჰელმუტ გლიუკი  - ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი; ნაირა გელაშვილი - მწერალი, მთარგმნელი, უფლებადამცველი, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი; ლალი ქეცბა - თსუ პროფესორი; ლევან ბრეგაძე - თსუ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განხორციელებული კონკურსის „ორიენტირი“ ფარგლებში, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერები, ასევე, არიან: ჰუმბოლდტის საერთაშორისო ფონდი (გერმანია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიებას ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე