ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მრავალფეროვანი საქართველო“ პანკისში

11 ნოემბერს, 14:30 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.   ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და კულტურის ცენტრში მეცნიერები და ხელოვანები შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან;  ადგილობრივი  ხელოვანების მონაწილეობით მოეწყობა ქისტური კულტურის გამოფენები, ასევე, სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი-ალბომის „პანკისი და ქისტები“ პრეზენტაცია.  ახმეტის კულტურის ცენტრში ადგილობრივი და პანკისის ხეობის სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისათვის  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გამართავს სპექტაკლს „მგზავრის წერილები“. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით,  2019 წლის 22 აპრილიდან ხორციელდება  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა  ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში. 

პროექტი პანკისის ხეობაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის,  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე