ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ მერეთში

პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, სოფელ მერეთის ადგილობრივ მოსახელობასთან ხელოვანებმა და მეცნიერებმა შეხვედრა გამართეს.  ახალგაზრდებისთვის მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდების განყოფილების უფროსმა, მეცნიერმა მაია მიქაბერიძემ პრეზენტაცია მოაწყო თემაზე „ქართული წიგნის ისტორია“; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა კი ახალგაზრდებთან ისაუბრა თემაზე: „ქართული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა თარგმანებში”; ღონისძიებების ფარგლებში გამოცემები გადაეცა სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე „სკვერის ბიბლიოთეკას“, მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა, მწერალმა ბაღათურ არაბულმა გამართა შოთა ნიშნიანიძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

პროექტი მერეთში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამომცემლობა „პალიტრა L“ - ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე