ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“

2019 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 პროფესიული სტუდენტისათვის.  აღნიშნული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2017 წლის შემოდგომიდან ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სამ სახელმწიფო კოლეჯში: „ბლექსი“,  „ახალი ტალღა“ და „მერმისი“. დუალური პროგრამების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ არის ჩართული კერძო სექტორი.

საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდა კოლეჯებში, ხოლო პრაქტიკული კი – სასტუმრო „პარაგრაფში“, სადაც სტუდენტებმა ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად მოამზადეს კერძები. საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების ინსტრუქტორებისა და კოლეჯების პედაგოგებისგან.

საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად გამოცდას აკვირდებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.

კულინარიის ხელოვნების პროგრამა მომზადდა პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის თანადაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის მიერ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე