ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღება გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღება გრძელდება.

პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.vet.emis.ge. ახალი პროგრამებისა და მათზე რეგისტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და ისწავლონ სახელმწიფოს მიერ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. თბილისისა და აჭარის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ტურიზმის, მშენებლობის და ხელოვნების მიმართულებით.

პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე