ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე, რომელსაც ევროკომისიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების მიმართულებით პასუხისმგებელი მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირინე აბულაძემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობასა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როლმელიც ევროკავშირის შემდგომ ჩართულობას და დახმარებას საჭიროებს.

თავის გამოსვლაში ირინა აბულაძემ ისაუბრა ასევე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ითვალისწინებს.

უმაღლესი განათლების მიმართულებით, ირინე აბულაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) საქართველოს გაწევრიანებასა და ევროკავშირის Erasmus+ პროგრამაში წარმატებულ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა მეცნიერების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და დადებითად შეაფასა ევროკომისიის პანევროპულ ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანების საკითხი.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოში პირველი ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დაარსდა. ევროპული სკოლის საქართველოში დაფუძნების საკითხი ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის შემუშავებულ 20 ძირითად მიზანთაგან ერთ-ერთია.

დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან შემდგომი აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარების საქმეში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე