ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია: "Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020" გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020" გაიხსნა. კონფერენციას მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროკომისიის წარმომადგენლები და ქართველი მკვლევრები ესწრებოდნენ.

აღნიშნული კონფერენციის  მიზანია საქართველოს მიერ 2016 წელს „ჰორიზონტი 2020-ში“ ასოცირებულ წევრად გახდომიდან დღემდე მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე, ქართული ორგანიზაციებისათვის წარმატებული განაცხადების მოსამზადებლად პრაქტიკული რჩევების მიცემა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სესია ჩატარდება, რომელთაგან ერთი მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამასა და პრაქტიკულ ტრენინგს დაეთმობა პროგრამის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით. ერთ-ერთ სესიაზე კი "ჰორიზონტი 2020" პროგრამის კონკურსებში გამარჯვებული ქართველი მკვლევრები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„კონფერენციას, რომელიც „ჰორიზონტ 2020-ის“ კონკურსის პროგრამებს შეეხება, ესწრებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბრიუსელის ცენტრალური ოფისიდან, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეცნიერები სრულფასოვნად ჩაერთონ ევროპულ კვლევებში, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს. თითოეული წარმატებული პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მეცნიერების ინტეგრაციისათვის ევროპულ სივრცეში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე