ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ატაშე სამეცნიერო მიმართულებით ელეონორ გარნიე, ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტერტრი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2018 წლის 26 მაისს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფრომებულ შეთანხმებას „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი“, რომელიც მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას ითვალისწინებს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივი პროგრამების ასამუშავებლად ივანე ჯავახიშვილისა სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.  გარდა ამისა, საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით დაგეგმილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მობილობა საფრანგეთში, აგრეთვე, ფრანგი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამის გამოცხადება იგეგმება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს ერთობლივი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ საქართველოს უნივერსიტეტებში. მხარეებმა კონკრეტული საკითხების დეტალურად განსახილველად მომდევნო შეხვედრებიც დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე