ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის” გამარჯვებულებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ და მათ მადლობის სიგელები გადასცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ევროპის საბჭოს პროგრამაში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივა კი გახლავთ „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული“, რომელშიც ქართული მხარე მიმდინარე წლის მაისში ჩაერთო.

ინიციატივის ფარგლებში ბავშვებსა და ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გადმოეცათ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიები და განეთავსებინათ ნაშრომები ევროპული მემკვიდრეობის დღეების პორტალზე.

ეროვნულ დონეზე შერჩეული 5 ნამუშევრიდან 3 ევროპის მასშტაბით გამოვლენილ 10 საუკეთესო ნაშრომშს შორის მოხვდა, ესენია:

  • 12 წლის ბარბარე გიგლემიანის ნაშრომი - „ლამპრობა და აპჰელიო“ (სვანეთი, სოფელი წვირმი);
  • 14 წლის დავით ჩანქსელიანის ნაშრომი - „ქართული მრავალხმიანობა“ (თბილისი);
  • 17 წლის ელენე თუზბაიას ნაშრომი - „ჩვენი ევროპული მემკვიდრეობა - დადიანების სასახლე ზუგდიდში“ (სამეგრელო, ზუგდიდი);

გამარჯვებულები მიმდინარე წლის 1-3 დეკემბერს ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს სახელით წარდგენილი გამარჯვებული თემების სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე:

http://bit.ly/30t1g2h

სრული ინფორმაცია „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://mes.gov.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე