ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ ქიტიაშვილი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების, პროფესიული სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და მათთვის საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციების მინიჭების მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს პროფესიული კოლეჯების მიღწევების გაუჯობესებას. ასევე, ისაუბრა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვაზე, სამეწარმეო განათლებასა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელზე, რომელზეც მუშაობა მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ, კოლეჯის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა  მათ როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე