ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის  პარასპორტის  განვითარების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და უნგრელმა პარასპორტსმენებმა სპორტის ახალი სახეობის - პარატექვოლის (მჯდომარე მაგიდის ფრენბურთი) საჩვენებელი მატჩი გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უნგრეთის კონსულმა ანიკო ფარკასმა, ქვეყნის მთავრობის სახელით, საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ტექვოლის მაგიდა გადასცა.

დღესვე გაიმართა მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირის - „თბილისის თასი 2019“ გახსნის ცერემონიალი. პარალელურად, გამოიფინა სკოლის მოსწავლეების მიერ პარალიმპიური მოძრაობის თემატიკაზე შესრულებული ნახატები. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პარასპორტს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 2015 წელს, თბილისში გაიხსნა პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. წელს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.

2019 წელს, ქართველმა პარასპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე მოიპოვეს 150-მდე მედალი. წელს თბილისმა უმასპინძლა ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას, რომელშიც ევროპის 6 გუნდი მონაწილეობდა. ქართველი პარასპორტსმენებისთვის მომდევნო წელი განსაკუთრებით დატვირთულია. ჩვენს პარალიმპიელებს წინ ელით ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ისინი აქტიურად ემზადებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე