ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექსტილის კომპანიების ჩართულობით ახალი პროფესიული პროგრამები დაინერგება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექსტილის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შესაბამისი პროფილის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სწრაფად დასაქმდებიან. ამისათვის პროფესიულ კოლეჯებსა და კერძო კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უნდა არსებობდეს, მათ შორის, პროფესიული პროგრამების შემუშავების დონეზეც.

შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი საჭიროებები გამოკვეთეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, დააფინანსოს ტექსტილის კომპანიების საჭიროების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მოსამზადებელი პროფესიული პროგრამები.

„დღეს ქალბატონ ნათია თურნავასა და მე ტექსტილის მწარმოებელმა კომპანიებმა დეტალურად გაგვაცნეს დარგში არსებული პრობლემატიკა.  მათ აღნიშნეს, რომ ინდუსტრიაში არის მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე. ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდით, რომ შემუშავდება კონკრეტული პროფესიული პროგრამები მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, რაც ამ დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრის დროს მხარეები თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ და მომავალი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე