ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სისტემის წარმომადგენლები ახლადდანერგილ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას გაეცნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ, ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანადამფუძნებელ, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკთან და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელთან, ირმა ხაბაზთან ერთად კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“ გახსნა. ღონისძიებას ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდა.

კონფერენციის მიზანს სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის ახლადდანერგილი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა, რაც სკოლაში ბავშვების ჩართულობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

კონფერენციიის მონაწილეებმა, დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა სპეციალისტებმა, ერთმანეთს ბავშვთა მხარდაჭერილი ტრანზიციის პირველადი გამოცდილება გაუზიარეს, გააანალიზეს უკვე განხორციელებული პრაქტიკა, შედეგები და გამოწვევები, აგრეთვე, წარადგინეს ტრანზიციის რეგულირების ხედვა და ახლადშემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.

ღონისძიების ფარგლებში ტრანზიციის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა ჯულიეტ ჰენკოკმა საზოგადოებას საქართველოში ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმების ძირითადი აქცენტები გააცნო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის,  სკოლისა და სკოლამდელი  დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ პროცესში საკუთარ როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ორგანიზებითა და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით  ჩატარდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე