ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცენრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის.

მეცნიერებმა საგანგებოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს ცერნში მათი საქმიანობის თაობაზე, შემდეგ კი, რამდენიმესაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მეცნიერებმა ვრცლად ისაუბრეს განვლილ გზაზე და მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, მათი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც ყოველწლიურად, ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და მათემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ეწვიონ მსოფლიო მნიშვნელობის ატომური კვლევების ცენტრს, უშუალოდ იხილონ სამყარო, სადაც მასშტაბური ექსპერიმენტები, უდიდესი აღმოჩენები ხორციელდება და მასში ათასობით მეცნიერია ჩართული მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდების შეფასებით ცერნში გატარებული დღეები მათ მომავალი პროფესიის არჩევას გაუადვილებს, ვინაიდან, CERN-ის მასტერკლასი ფიზიკით გატაცებული მოსწავლეებისთვის არის გზა საინტერესო მომავალში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ, მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში ეხმარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე