ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების სფეროს ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ "აი-ფი-ეს საქართველოს"(IFES) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილმა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება პროფესიული განათლების სფეროში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები: გადამუშავდება სამოქალაქო განათლების მოდული, შეიქმნება სტუდენტთა სასწავლო რესურსები, მომზადდება მასწავლებლის გზამკვლევი. ამასთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს და შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.  პროფესიულ სტუდენტებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების საკითხებზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები და  კონფერენციები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე