ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საქმიანობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ განათლება. მიხეილ ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ.

„როდესაც გაჩნდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა, აქტიურად ვიყავი ჩართული და მოხარული ვარ, რომ ეს ცენტრი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ცენტრი,  მადლობა მაია ცქიტიშვილს, რომელიც დიდ მზრუნველობას იჩენს ამ ცენტრის მიმართ. უდიდესი მადლობა ქალბატონ ნინო ჭელიძეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია.

ცენტრის ბენეფიციართა ჩართულობა საგანმანთლებლო სისტემაში არის და იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. თითოეულ სტიპენდიატს მოგეცათ  შესაძლებლობა, გესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და, ამასთანავე, მიგეღოთ ამ უნივერსიტეტებში აკადემიური ცხოვრების გამოცდილებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი გამოცდილება ჩვენი უნივერსიტეტებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად, 6  წლის განმავლობაში, 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა.  მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 332 391 ლარით დააფინანსა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე