ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის ელჩის მოადგილე პოლიტიკური მიმართულებით,  გიორგოს პაპანიკოლაუ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გაეროში წარდგენილი ინიციატივა - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კლიმატური ცვლილების ზეგავლენისაგან“ (Protection on Cultural Heritage from the Impactsof Climate Change). მხარეებმა განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საბერძნეთის ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, კვლევების ჩატარება და ამ მიმართულებით ცნობადობის გაზრდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე