ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

2019 წლის „წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:

  • თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე 
  • კინოხელოვნება: გიორგი წერეთელი
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა): დათია ბადალაშვილი 
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ნინი ელიაშვილი
  • მუსიკა: სანდრო ნებიერიძე
  • სახვითი ხელოვნება: ლადო ლომიტაშვილი 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი 
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია

„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

წინანდლის პრემიის „საუკეთესო ნომინანტს“ – გიორგი გიგაშვილს (მუსიკალური ხელოვნება) გადაეცა კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალი ღვინის ბრენდ GAU#5 -ს სპეციალური პრიზი 2000 ლარიანი ფულადი პრემიის ოდენობით;

ფარმაცეპტული კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნომინანტებს: 

• ანა გოგოლაშვილი

• გრიგოლ დიდიძე

• ნათია სამსონიძე 

სადაზღვევო კომპანია „არდის" სპეციალური პრიზები გადაეცათ: 

• ალექსანდრე კალანდაძეს (თეატრალური ხელოვნება)  

• მიშო ანთაძეს (კინოხელოვნება)

• მიხეილ სულაკაურს (სახვითი ხელოვნება)

ლიბერთი ბანკის“ სპეციალური პრიზი  გადაეცა:  ბექა ადამაშვილს  (მხატვრული ლიტერატურა, პროზა)

წინანდლის პრემიის კომისიის ერთ-ერთმა  წევრმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა,  ალექსანდრე თევზაძემ უნივერსიტეტის სახელით ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებს ბექა მოდრეკილაძეს, ალექსანდრე ბარნაველს და რეზო ბერაძეს საჩუქრად გადასცა Samsung Galaxy Tab-ები.  

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ:   თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.  

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებულებს  და მომავალში შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე