ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.

ამ ტიპის დაჯილდოება ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად გაიმართა და მისი მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეთა  წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა, რაც მიმართულია მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისკენ. რეგიონების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, საგნებისა და კლასების შესაბამისად,  მოხდა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და წელს მასში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასების 35000-მდე მოსწავლემ მიიღო.

2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და ინფორმაატიკა. ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო და ის 3 ეტაპს - სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს მოიცავდა.  

ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად გამოვლენილი 18 პირველი ადგილის, 17 მეორე ადგილის, 16 მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, მოპოვებული ადგილების შესაბამისად, უკვე დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები მიიღეს. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე