ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა.

გარდა ამისა, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდი. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან.

პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი. მათ შორის, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისის თვეში ჩატარდება 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.

31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს უნდა ემასპინძლა.

გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო.

ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს მასპინძლობდა, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა.

აპრილის ნაცვლად 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და არცერთი მათგანი არ გაუქმებულა, არამედ გადაიდო გარკვეული დროით, გარდა თბილისის გრან პრისა.

ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გუშინ, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

რაც შეეხება 26 მარტს თბილისში გასამართ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ასევე უეფას ეგიდით გასამართ ყველა მატჩს - მათი ბედი 17 მარტს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეო კონფერენციას გამართავს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე