ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარებაა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული  კლასი.

საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი.

გასული კვირის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო  მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%.

სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის  პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე