ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ორგანიზებით წელს მეჩვიდმეტედ იმართება.

საერთაშორისო კონფერენცია „Euscaro-Caucasica. იბერიულ-კავკასიური და ბასკური ენები და ძველი ქართული ლიტერატურა“ იბერიულ-კავკასიური ენების გენეტიკური ნათესაობისა და ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის საკითხების განხილვას ისახავს მიზნად და გამოჩენილი მეცნიერების აკაკი შანიძისა და იან ბრაუნის ხსოვნას ეძღვნება.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, გავხსნა წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაივლის და ხელს შეუწყობს ქართველოლოგიური მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და დიდ მადლობა გადავუხადო პროფესორ დავით ყოლბაიას, რომლის ძალისხმევითა და თაოსნობით ვარშავის უნივერსიტეტში ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ქართული საქმე კეთდება. ამის ნათელი დადასტურებაა ქართველოლოგიური ჟურნალი “Pro-Georgia”, რომელიც 1991 წელს სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა. წელს ჟურნალს 30 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.  ჟურნალმა “Pro-Georgia” ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობისა და ეკლესიის ისტორიის შესწავლას“.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის “Pro-Georgia” საიუბილეო გამოცემა მიეძღვნა პროფესორსა და თეოლოგიის დოქტორს ჰენრიკ პაპროცკის, რომელმაც  სათავე დაუდო გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შესწავლას. ჰენრიკ პაპროცკის მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა გრიგოლ ფერაძის კანონიზება.

გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაში  მონაწილეობენ მეცნიერები შვედეთიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე