ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნუნუ მიცკევიჩმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა კატარის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის  საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება დაიგეგმა, რაც გაცვლითი სასწავლო პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად საფუძველს შექმნის.  

ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილი სტიპენდიებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ხსენებულ პროგრამაში საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის გაზრდის საკითხი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე