ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 
ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
მიხეილ ჩხენკელი:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი გახლდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უდიდესი საგანძურის – ქართული ხელნაწერების ნამდვილი მემატიანე. მისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძველი ქართული მწერლობის არაერთმა მნიშვნელოვანმა ნიმუშმა ხელახალი სიცოცხლე შეიძინა და დღის სინათლე იხილა.
მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში და სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად და წარმატებით აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის  გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია სამეცნიერო საზოგადოებისთვის.”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
მიხეილ ჩხენკელი: 
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი გახლდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უდიდესი საგანძურის – ქართული ხელნაწერების ნამდვილი მემატიანე. მისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძველი ქართული მწერლობის არაერთმა მნიშვნელოვანმა ნიმუშმა ხელახალი სიცოცხლე შეიძინა და დღის სინათლე იხილა.
მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში და სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად და წარმატებით აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის  გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია სამეცნიერო საზოგადოებისთვის.”

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე