ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალეკო გობრონიძემ სკოლებში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალეკო გობრონიძემ, ისრაელის ელჩ რან გიდორთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, მარნეულის N4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ისრაელის საელჩოს  დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა.

პროექტების ,,შალომ კლუბ გურიისა“ და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“  ფარგლებში საჯარო სკოლებში დამონტაჟდა ისრაელის წარმოების სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი „NUF 250“. აღსანიშნავია, რომ „NUF 250“-ის ინოვაციური დანადგარი ასუფთავებს წყალს მისი დაბინძურების ხარისხის მიუხედავად. გაწმენდის პროცედურის შემდეგ კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, წყალი ითვლება სასმელად ვარგისად.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისრაელი კვლავ აქტიურად გააგრძელებს კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე