ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად მიმართა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა:

„წელს პირველად ეყრება საფუძველი ახალ ტრადიციას – ეროვნულ სამეცნიერო ფორუმს. საქართველოს სამეცნიერო სივრცეში იქმნება დიალოგის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. ეროვნული სამეცნიერო ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება.

ყოველი წლის ბოლოს მეცნიერებს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და წლის აქტუალური თემების შესახებ მოსაზრებების გაზიარების საშუალება ექნებათ.

ფორუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა, 2021 წელს ეძღვნება კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს. პანდემიით შექმნილი სიტუაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო მის განხილვაში.

სამეცნიერო ფორუმი მრავალსექციურია და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებიდან: ჯანდაცვა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, განათლება და ფსიქოლოგიური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია.

მსურს, წარმატებები ვუსურვო ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი პლატფორმა იქნება უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი“.

პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში 20-21 დეკემბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და  საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ.

ფორუმის პირველი სამუშაო დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე