ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა USAID საქართველოს მისიის დირექტორთან 2022 წლის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან. მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2022 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პიტერ ვიბლერს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის, რომელიც მთლიანად მოსწავლის საჭიროებებზე არის ორიენტირებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა USAID საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო და საჯარო პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და პროფესიული უნარების სააგენტოს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს პოლიტიკა და მომდევნო წლიდან დაგეგმილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან, რომელიც სოციალური კეთილდღეობის სისტემის რეფორმის განხორციელებას გულისხმობს.

თავის მხრივ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა დადებითად შეაფასა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი. მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართვა პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნისა და დანერგვის პროცესში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

შეხვედრაზე პიტერ ვიბლერმა საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ მიმართულებით მხარდაჭერის ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენს. 

მხარეებმა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციაზეც ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად უმოკლეს დროში ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლია კაპლანი და განათლების გუნდის ლიდერი ნინო უძილაური.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე