ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი ცნობილი არქიტექტორის გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მიხეილ ჩხენკელი:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის

ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი გახლდათ არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის, სახელმწიფო და სხვა პრემიების ლაურეატი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის  სახელობის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი, ასევე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც სტუდენტების არაერთი თაობა აღზარდა.

ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენი საზოგადოებისათვის".

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე