ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ახორციელებს სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებს. მათ შორის არაერთი პროგრამა მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად 2018 წლიდან ახორციელებს და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

2021 წლის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე გახდა. სტიპენდიატმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის საშუალო სკოლა დაამთავრა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ანა ბარბაქაძე სტიპენდიის სახით ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს. წარჩინებულ სტუდენტს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. თავის მიმართვაში ნუნუ მიცკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების  მიღების კუთხით ახალგაზრდების მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ ანა ბარბაქაძეს სტიპენდიის მოპოვება პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება და ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე გამარტივებული წვდომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის როლს და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე