ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტი „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება" გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით ინგლისური ენის მასწავლებლებს წელსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“.

პროექტში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებს შეუძლიათ. ამისთვის მასწავლებლები უნდა გაეცნონ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციას და დროულად შეავსონ იქვე გამოქვეყნებული ელექტრონული განაცხადის ფორმა.  განაცხადების შემოტანა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის სახლი ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად პროექტის მონაწილეებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით, 2021 წლის ოქტომბრიდან სთავაზობს. კერძოდ, პლატფორმა ინგლისური ენის პედაგოგებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ონლაინ ფორუმში, სადაც ისინი მონაწილეობენ პროფესიულ დისკუსიებსა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში. ამასთან, მასწავლებლები ერთმანეთს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების კუთხით ახალ იდეებს, მიდგომებსა და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება (Future English Online Teacher Community)“ მთელი საქართველოს მასშტაბით 1500-მდე პედაგოგი იყო ჩართული. 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდს: https://www.britishcouncil.ge/programmes/education/future-english/online-teacher-community

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე