ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა და განისაზღვრა შესაბამისი პირობები.

ზოგიერთ საგანში გრიფირება გამოცხადდა X კლასის სრული სასწავლო წლის სახელმძღვანელოზე,ზოგში კი I და II სემესტრის სახელმძღვანელოებზე ცალ-ცალკე, ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, მოქალაქეობა, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია.

დაინტერესებულ პირებს გრიფირების განაცხადების წარმოდგენა შეეძლებათ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის https://grifireba.emis.ge მეშვეობით, შემდეგ თარიღებში:

  • X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით;
  • X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 25-31 ივლისს.

გრიფირებასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს ავტორთა საკონსულტაციო შეხვედრები საგნობრივ ექსპერტებთან, რომლის განრიგი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=12796&lang=geo

ამასთან, გრიფირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები განთავსებულია ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=7147&lang=geo

აღსანიშნავია, რომ შემოსული სახელმძღვანელოების მაკეტები საჯაროდ დაიდება პორტალზე https://grifireba.emis.ge/ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და მოგვწეროს თავისი შენიშვნები/მოსაზრებები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე