ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ელიავა - 130

ცნობილი ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. 100 წლის წინ მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავად იყო. პარალელურად, 1927 წლიდან განაგებდა თსუ ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან – მიკრობიოლოგიის კათედრებს. ამასთან, გიორგი ელიავას ინიციატივით, 1936 წლიდან დაარსდა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

გიორგი ელიავა, ბაქტერიების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით პარიზში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, სადაც 1918-1921 წლებში, ხოლო მოგვიანებით, 1925-1927 წლებში, პასტერის ინსტიტუტში მუშაობდა.

გიორგი ელიავა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება ბაქტერიოფაგის მიკრობთა ფართო ცვალებადობის განპირობების თაობაზე. იგი თავისი მოღვაწეობის პერიოდში იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რომლის წარმატებაც მისი გარდაცვალების შემდგომ დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, გიორგი ელიავას ხელმძღვანელობით, გახლდათ მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ატარებდა მასშტაბურ კვლევებს ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. დაარსებიდან დღემდე ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია, იმუნური და ბაქტერიული პრეპარატების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით კვლევების ჩატარებასთან ერთად, ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.

თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს ცნობილი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავას დაწყებულ სამეცნიერო საქმეს. ინსტიტუტში დღესაც მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება, რომელიც გულისხმობს ბაქტერიოფაგების გამოყენებას დაავადებების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე