ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს:

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 104 წელი შესრულდა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაჩნდა განათლების პირველი კერა. ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში.

დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში – მას დაკისრებული აქვს არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების, არამედ თაობების აღზრდის და ამ ნიადაგზე საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია.

უმდიდრესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამეცნიერო მიმართულებით მაღალი თამასა უჭირავს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი დიდ როლს ასრულებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლებს – მათ უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.

მთელი გულით ვულოცავ საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს: სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში“.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. 1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე