ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური  ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ  სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 ლოკაციაზე (თბილისი - 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი). 

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. 

ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 08 00 00 00 88.   

ცენტრი მოხალისეობის პროცესში ჩართულ ან მოხალისეობის მსურველ პირებს (განურჩევლად პროფესიისა), სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და დახმარების პროცესის მიზნობრივ ორგანიზებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე