ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის N198 საჯარო  სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა.

მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წელს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სამინისტროს მიზანია, ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების  ხელშეწყობის პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. საქართველო წელს მეთერთმეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას. 2022 წლის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე